საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი განაგრძობს შეხვედრებს აბიტურიენტებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი განაგრძობს შეხვედრებს აბიტურიენტებთან

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის დოქტორი გიორგი მირიანაშვილი განაგრძობს აბიტურიენტებთან შეხვედრებს. 2-4 მარტს დეკანი შეხვდა თბილისის პირველი ექსპერიმენტული, მე-20, 62-ე და გორის მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს.

 

შეხვედრებზე გიორგი მირიანაშვილმა აბიტურიენტებს გააცნო საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამა, ისაუბრა ამ სპეციალობის პრიორიტეტებზე, სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებზე, ინტერდისციპლინურ ხასიათზე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე, უნივერსიტეტის კამპუსზე და მოთხოვნებზე, რომელიც შრომის ბაზარზე არსებობს.

 

შეხვედრის დასასრულს პროფესორმა გიორგი მირიანაშვილმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

 

შეხვედებს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები და პედაგოგები.