სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის საგაზაფხულო ნაკადის რეგისტრაცია იწყება!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის საგაზაფხულო ნაკადის რეგისტრაცია იწყება!

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-16, გაზაფხულის, ნაკადს.

 

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

 

ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 და ზევით).

 

აგრეთვე, იმ პირებს რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით და მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელზე მეტი.

 

გთხოვთ, მიმდინარე წლის 9 აპრილის ჩათვლით, თანდართული ცხრილის შესაბამისად, გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები ელფოსტაზე: m.lomia@gruni.edu.ge

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსს მერი ლომიას: 599 776 771 ან სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს (+995 32) 2197755

 

შენიშვნა: სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, რომლებმაც ერთხელ უკვე ისარგებლეს ამ პროგრამით.