მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურმა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში სტუდენტების უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ სასაუბროდ მოიწვია ყველაზე დიდი ჰოსპიტალური ქსელის - „ევექსის“, წარმომადგენლები.
კომპანიამ შექმნა „ევექსის“ სტუდენტური პროგრამა, რომლიც სამედიცინო მომსახურებასთან ერთად სტუდენტთა მხარდაჭერის სხვადასხვა პაკეტსაც ითვალისწინებს.
უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე კორპორაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს:
- სტუდენტების საყოველთაო დაზღვევის პირობების გაუმჯობესების;
- სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვის;
- სტუდენტების “ევექსის“ სტიპენდიის;
- სტუდენტებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდის;
- უნივერსიტეტის სტუდენტური აქტივობების მხარდაჭერის შესახებ.
პროექტი სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და მან სტუდენტების დიდი მოწონება დაიმსახურა.
შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით უნივერსიტეტმა სამედიცინო კორპორაცია „ევექსთან“ მემორანდუმი გააფორმა.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge