2021 წლის საშემოდგომო სემესტრის სტუდენტთა გამოკითხვის შედეგებით, ცალკეული სასწავლო კურსის წამყვან პერსონალს შორის, სტუდენტებმა განსაკუთრებით გამოყვეს - გაგა ყულიაშვილი, ანა ლოლიშვილი და ლალი ვაშაკიძე - როგორც ზედმიწევნით ყურადღებიანი და სტუდენტზე ორიენტირებული ლექტორები. ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია ადმინისტრაციას და თითოეულ მათგანს, რექტორის 20 დეკემბრის ბრძანებით, გამოეცხადა მადლობა და ფულადი პრემია გადაეცა.
ადმინისტრაცია და აკადემიური კომიტეტი ულოცავს კოლეგებს ამ აღიარებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.