2021 წლის 26 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა მეცნიერების კირეული - 2021 დასკვნითი ღონისძიება, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სამეცნიერო კვირეულის წარმატებით ჩატარება მიულოცა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული მრავალფეროვანი ღონისძიებების შედეგები შეაჯამა.
კვირეულის დასკვნითი ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის დისერტაცია თეზისი 3 წუთში გამარჯვებული დოქტორანტები:
I ადგილი: ანა გვარამაძე – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
II ადგილი: მარიამი რუსიტაშვილი – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
III ადგილი: სალომე ბესტაევა – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და თანამშრომლები გულითადად ულოცავენ გამარჯვებულებს და ახალ-ახალ წარმატებებს უსურვებენ სამეცნიერო საქმიანობაში.