კონფერენცია “დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონფერენცია “დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები“


2021 წლის 21 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად, ჩაატარა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები, რომელიც მიეძღვნა გრუნის პარტნიორ ა.ა.ი.პ. დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დაარსებიდან 20 წლის იუბილეს.

 

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე

 

კონფერენცია მონაწილეებს მიესალმნენ:

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა;

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, განათლების აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პიერ ფოჩარდის საერთაშორისო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, პროფესორი მამუკა თავხელიძე;

 

ამერიკის კრიმინო­ლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი, კრის ესკრიჯი (აშშ);

 

ევროპარლამენტის პრეზიდიუმის წევრი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი კაროლ კარსკი (პოლონეთი);

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე;

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში;

 

ჟურნალ კრიმინოლოგის სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფესორი მარინე კვაჭაძე;

 

საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი მაყვალა გონაშვილი, რომელმაც ნაყოფიერი სამეცნიერო, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას ილია ჭავჭავაძის სახელობის მედელი გადასცა.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს და სამეცნიერო მოხსენებები წარადგინეს, როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მეცნიერებმა აშშ, პოლონეთისა და რუსეთი საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებებიდან.

 

კონფერენციის მუშაობა შეჯამება საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, რომელმაც აკადემიის წევრის დიპლომები გადასცა პროფესორებს თედო ჯაფარიძესა და გიორგი ხატიძეს, ასევე, აკადემიის მადლობის სიგელები გადასცა დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებლებსა და აქტიურ წევრებს.