გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის გამოსცა სახელმძღვანელო „თანამედროვე (უმაღლესი) მაკროეკონომიკა“, ლექციების კრებული, წიგნი პირველი, რომლის ავტორია უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი დემურ გიორხელიძე.
23 დეკემბერს უნივერსიტეტმა აღნიშნული სახელმძღვანელო ფართო საზოგადოებრიობას წარუდგინა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მოადგილე გულიკო გალდავა, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი მურთაზ კვირკვაია, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.
სახელმძღვანელოს წარდგენისას ავტორმა აღნიშნა, რომ ლექციების კრებულის შექმნა სამ მიზანს ისახავს:
- შეავსოს ის დაუშვებელი სიცარიელე, რომელიც ამ სფეროს ქართულ აკადემიურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში არსებობს;
- ქართველი სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს პროფესიული ეკონომიკური განათლებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული და ფუძემდებლური კურსი, რომელსაც მაკროეკონომიკას უწოდებენ;
- ხელი შეუწყოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურებას ამ სფეროში.
ლექციების კურსი გამიზნულია თანამედროვე მაკროეკონომიკაში მიმდინარე პროცესების თაობაზე წარმოდგენის შესაქმნელად, განსაკუთრებით უკანასკნელ ათწლეულში მიმდინარე პროცესების გასააზრებლად.
პირველი წიგნი მოამზადებს საფუძველს უმაღლესი მაკროეკონომიკის შემდეგი საფეხურის ლექციების კურსისათვის.
უნივერსიტეტის რექტორმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს მაკროეკონომიკაში ამგვარი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ, მადლობა გადაუხადეს მეცნიერს მისი მომზადებისათვის და წარმატება უსურვეს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში.
სახელმძღვანელოს შესაძენად უნდა ისარგებლოთ ელფოსტით: demurgio@yahoo.com