მ.წ. 6 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, კომპანია English Book Education -ის ორგანიზებით, ამერიკის სასწავლო-საგანამანთლებლო კომპანიის - McGraw Hill რეგიონალურმა მენეჯერმა გაიე ბაირსაგჯისმა ჩაატარა ტრენინგი მედიცინის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებიათვის. ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა English Book Education-ის გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელთან ზვიად დეკანოიძესთან.
ტრენინგის მიზანი იყო მედიცინის მიმართულების აკადემიური პერსონალისათვის სწავლა-სწავლების პროცესის მოდერნიზებული სასწავლო რესურსებისა და პლატფორმების, ასევე, იმ თანამედროვე, ამერიკული გამოცდილების გაცნობა, რომელსაც McGraw Hill-ი სთავზობს ქართულ საგანამანათლებლო სექტორს.
ტრენინგზე განიხილეს მედიცინის სხვადასხვა მიმართულების თანამედროვე სასწავლო ლიტერატურა, ვიდეო და აუდიომასალები, წვდომა ამ პლატფორმებზე და სწავლების პროცესში ამ მეთოდების გამოყენების უპირატესობა.
ტრენინგზე დაიგეგმა ერთობლივი საპილოტე პროექტის განხორციელება, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის მედიცინის აკადემიურ პერსონალს ექნება შესაძლებლობა ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს წვდომა სატესტო რეჟიმში McGraw Hill -ის პლატფორმზე - „Acces Medicine“
საპილოტე პროექტის ფარგლებში, ასევე, დაიგეგმა ტრენინგი McGrow Hill - ის ექსპერტების მონაწილეობით ინტერაქტიულ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილების გასაზიარებლად.
ორგანიზაცია English Book Education წარმოდგენს საქართველოში ბრიტანულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, როგორებიც არიან: Macmillan Education, Pearson, Oxford university Press, National Geographic Learning, Cambridge University Press, ასევე, ETS GLOBAL TOEFL- ის რეგიონალური საგამოცდო ცენტრი.