„მასპინძლობის მენეჯმენტი“ ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„მასპინძლობის მენეჯმენტი“ ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის


პირადი გამოცდილება და პროფესიონალის თვალით დანახული და შეფასებული ტურიზმის სფერო, მისი მნიშვნელოვნება და მასშტაბები; ტურიზმი, როგორც დიდი და სწრაფად მზარდი ინდუსტრია, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას, მასპინძლობის ბიზნესის თავისებურებები და სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული გამოცდილება, ახალი რეალობა მსოფლიოში და გამოწვევები - ეს საკითხები განიხილეს 8 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისათვის გამართულ ლექციაზე „მასპინძლობის მენეჯმენტი“, რომელსაც უძღვებოდა ამერიკაში მოღვაწე დამოუკიდებელი კონსულტანტი, კორნელისა და კრემსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული, დავით ბოჭორიშვილი.

 

მოწვეულმა სტუმარმა ლექციაზე ისაუბრა, აგრეთვე, განთავსების სფეროს, მოგზაურობის, კვების, გამაჯანსაღებელ-გასართობი მომსახურების შესახებაც. შეხვედრის დასასრულს მან სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებსაც უპასუხა.

 

დავით ბოჭორიშვილს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურიზმის სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე 10 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება გააჩნია.