კომპანია PMO Business Consulting -ი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას კველევის მიმართულებით.
კომპანია ბიზნესსაკონსულტაციო საქმიანობას ეწევა და მას დღემდე განხორციელებული აქვს 150-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი მსხვილი ქართული, უცხოური და საერთაშორისო კომპანიებისათვის.
საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს ბაზრის კვლევასა და ანალიზს, ორგანიზაციულ განვითარებას, ბაზრის გაფართოებას, ადამიანური რესურსების მენეჯმენტს, ბიზნესგეგმისა და სტრატეგიის შემუშავებას, ორგანიზაციის შესაძლებლობების განვითარებას, მარკეტინგსა და კომუნიკაციას, რისკმენეჯმენტს.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.pmo-bc.com
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე, კურსდამთავრებულებს.
მოთხოვნები:
- ანალიტიკური უნარი;
- მონაცემების შეგროვებისა და ინტერვიუს ჩატარების უნარი;
- პირველადი და მეორადი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების უნარი;
- პროექტის მსვლელობის მხარდაჭერა;
- ანგარიშის მომზადების პროცესში ჩართვა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- შემოქმედებითი, სტრატეგიული აზროვნებისა და ინიციატივების გენერირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- განვითარებაზე ორიენტირება, მოტივირება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: სრული (ლექცია/გამოცდების გათვალისწინებით);
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 25 ნოემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: e.minashvili@pmo-bc.com
სათაურის ველში უნდა მიეთითოს ვაკანსიის დასახელება.
გასაუბრებაზე მიწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, რაფიელ ერისთავის 16, სართ. III.