თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი გრუნის სტუდენტებს შეხვდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი გრუნის სტუდენტებს შეხვდა


“პროფესიონალური გუნდი თუ ბიზნესმოდელი“ - ასეთი გახლდათ განსახილველი თემა, რომელიც თიბისი დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს შესთავაზა.

 

ოქტომბერში გენერალური დირექტორი უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებთან ისაუბრა თავისი კომპანიის საქმიანობის, პროფესიული გამოცდილების, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მართვის თანამედროვე პროცესების შესახებ, რომელიც ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის მათ პროდუქტს მომხმარებლისთვის. სტუმარმა ასევე გააცნო სტუდენტებს ის ახალი მიმართულებები და პროდუქტები, რომელიც დაზღვევის პროცესების ხარისხის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია.

 

შეხვედრამ სტუდენტების დიდ მოწონება დაიმსახურა.

 

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა უპასუხა მათ შეკითხვებს.

 

პაატა ღაძაძეს ფინანსურ სექტორში, როგორც საბანკო, ისე სადაზღვევო მიმართულებით, მუშაობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია.