გიორგი შერაზადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ძიუდოში!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გიორგი შერაზადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ძიუდოში!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს!

 

ბიზნესადმინისტრირების მიმართულების სტუდენტმა გიორგი შერაზადიშვილმა იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსი ადამ ცეჩოევი დაამარცხა და 81 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

 

შერაზადიშვილმა მეორე წრეში მექსიკელ ხავიერ როსასს, ბოსნიელ მუსტაფა ჰებიბს, ყაზახ აიან ბაიგაზის და უკრაინელ არტიომ ბუბირს სძლია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

 

ვულოცავთ გიორგის, მის მშობლიურ უნივერსიტეტსა და სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას!