პირველი საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პირველი საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინიციატივით, რომელსაც ხელმძღვანელობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი - ირაკლი ყანდაშვილი, დაფუძნდა პირველი საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“.

 

ფორუმი მიზნად ისახავს ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ინფორმირებას მედიაციის როლსა და მნიშვნელობაზე, დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის პოპულარიზაციასა და სტაბილური პლატფორმის შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, მეტი შეიტყონ მედიაციის შესახებ, მცირე დროში და ნაკლები დანახარჯებით მოაგვარონ დავა.

 

პირველი ფორუმი გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლს ასრულებს მედიაცია და იმედი გამოთქვა, რომ ის სასამართლო სისტემის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

 

ფორუმს ესწრებოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ ტყეშელაშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გენადი არველაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - დავით მათიკაშვილი, USAID -ის მისიის დირექტორი - პიტერ ვიბლერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი, საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ნინო კვეტენაძე და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

 

პირველი საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ დაფუძნდა “საქართველოს ბიზნესომბუდსმენის” პატრონაჟით, USAID/Georgia-ს პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერით საქართველოში“, USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity-ის ტექნიკური მხარდაჭერით .