პორტუგალიელი პროფესორის ონლაინლექცია: „ციფრული მარკეტინგი პრაქტიკაში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პორტუგალიელი პროფესორის ონლაინლექცია: „ციფრული მარკეტინგი პრაქტიკაში“


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტთან. გაცვლითი პროგრამები და გამოცდილების გაზიარება, საჯარო ლექციები, ერთობლივი კონფერენციები - ამ თანამშრომლიბის დასტურია.

 

მიმდინარე წლის ივნისში ბიზნესისა და მართვის სკოლის მოწვევით გაიმართა პორტუგალიელი პროფესორის ონლაინლექცია: „ციფრული მარკეტინგი პრაქტიკაში“.

 

ლექცია ინგლისურ ენაზე წაიკითხა პორტოს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მართვის სკოლის პროფესორმა ბელემ ბარბოსამ და საინტერესო მოსაზრებები გაუზიარა თავის კოლეგებსა და სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების როლსა და მნიშვნელობაზე ბიზნესში.

 

ლექციას ესწრებოდნენ ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი მურთაზ კვირკვაია, პროფესორები: ვასილ კიკუტაძე, მაია მელაძე და მაკა ფირანაშვილი, უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრებიც.

 

ლექციის დასასრულს ქალბატონმა ბელემმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.

 

ონლაინ ლექციამ მსმენელების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.