ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი დოქტორანტურის საფეხურის ქართველი სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს სამთვიანი სტიპენდიის მისაღებად.
სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას.
სტიპენდია (3000 ევროს ოდენობით) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ.
სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2021-2022 წელს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივნისი.
საბოლოო გადაწყვეტილება სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა.
საფრანგეთში გამგზავრების პერიოდია 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აპრილამდე შუალედში.
სტუდენტებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ბმულზე