გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ პაატა ზაქარეიშვილის ახალი პუბლიკაციის - „ხედვა. კონფლიქტები საქართველოში“, ონლაინ პრეზენტაცია.
წიგნში გულწრფელად და დაუფარავად არის შეფასებული მისი, როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, საქმიანობა.
როგორც თავად აღნიშნა, ეს არის ყოფილი მინისტრის ანგარიში საზოგადოების წინაშე და ამ პუბლიკაციით მას სურდა თავისი მოსაზრებები გაეზიარებინა საზოგადოებისთვის, ბოლომდე ეთქვა დარჩენილი სათქმელი მოუგვარებელი პრობლემებისა და დაკარგული ტერიტორიების შესახებ.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მოადგილე გულიკო გალდავა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
აღინიშნა, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ბატონი პაატა გადასცემს ახალგაზრდა თაობას პროფესიულად ზრდის თითოეულ მათგანს. ეს პუბლიკაციაც მნიშვნელოვანი შენაძენია უნივერსიტეტისა და ყველა იმ სტუდენტისათვის, რომელიც თავის მომავალს უკავშირებს პოლიტიკას.
სტუდენტებმა დიდი მადლობა გადაუხადეს პროფესორს საინტერესო ლექციებისა და მათთან გატარებული ყოველი წამისათვის.
შეხვედრის დასასრულს პროფესორმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
ავტორის გადაწყვეტილებით, პუბლიკაციის ქართული, ინგლისური და რუსული ვერსიები საჩუქრად გადაეცემა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
წიგნი გამოიცა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.