სანდრო სტაჟაძის ერთი წარმატების ისტორია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სანდრო სტაჟაძის ერთი წარმატების ისტორია


სტუდენტის წარმატებას ნიჭთან და შესაძლებლობებთან ერთად სხვა მრავალი ფაქტორიც განაპირობებს: მონდომება, მიზანდასახულობა, აქტიურობა, დისციპლინა... - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების მიმართულების სტუდენტი - სანდრო სტაჟაძე, ყველა ამ თვისებით შემკული ახალგაზრდაა, რომლის კიდევ ერთმა წარმატებამ გაახარა მშობლიური უნივერსიტეტი.

 

სანდრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის (USCGA) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და რთული შერჩევის შედეგებით აკადემიაში სწავლის უფლება მოიპოვა.

 

სულ ახლახან კი მას აშშ-ის პრეზიდენტმა - ჯო ბაიდენმა, აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და დიპლომი გადასცა.

 

USCGA-ს კურსდამთავრებულები: სანდრო სტაჟაძე და ნიკოლოზ ტვილდიანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში გაგზავნილი პირველი კადეტები არიან.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ულოცავს სანდროს ამ წარმატებას და უსურვებს, კვლავაც ეღვაწოს ჩვენი ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტის სასახელოდ.