გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2021 წლის 5 აპრილიდან პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ - პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, ბიზნესისა და მართვის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლებში საგანმანათლებლო - სამეცნიერო პროგრამების განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით:
მედიცინის სკოლა (სტომატოლოგია)
- ჯანდაცვის მენეჯმენტი ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
- ქირურგიული სტომატოლოგია ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
მედიცინის სკოლა დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი პროგრამა)
- ონკოლოგია ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- ჰემატოლოგია, გასტროენტეროლოგია ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
- რადიოლოგია და სამედიცინო რენტგენოლოგია ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
- მედიცინის ისტორია, ბიოეთიკა, სამედიცინო ფსიქოლოგია ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- ფარმაკოლოგია ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
- ქირურგია პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
- რაციონალური ფარმაკოთერაპია ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- სამეცნიერო კვლევის მეთოდები (მედიცინის პროგრამის ფარგლებში) პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- ნეიროქირურგია ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- დერმატოვენეროლოგია ასიტენტი - ერთი საშტატო ერთეული
ბიზნესისა და მართვის სკოლა
- მენეჯმენტი ასისტენტი - ორი საშტატო ერთეული
- ბიზნესის ადმინისტრირება ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
- ეკონომიკა ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
- სამოქალაქო საზოგადოების განვითარება (საუნივერსიტეტო მოდული) ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- ფსიქოლოგია პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- კლინიკური ფსიქოლოგია პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
- ტელეჟურნალისტიკა პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- რადიოჟურნალისტიკა ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- სამაუწყებლო მედია, პრაქტიკული კურსი (ტელევიზია) ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
სამართლის სკოლა
- საერთაშორისო და საკონსტიტუციო სამართალი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- საერთაშორისო საჯარო სამართალი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით.
ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით.
ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით.
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 (სამი) წლის ვადით.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ - პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით.
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები : პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/ სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად - პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტ - პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და, საჭიროების შემთხვევაში (ზოგიერთი ასპექტის დაზუსტების მიზნით), გასაუბრების საფუძველზე
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ - პროფესორის, ასისტენტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
- კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს/ინდიკატორებს:
- სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
- სამუშაო გამოცდილება (მუშაობის სტაჟი) ;
- დოქტორანტის ხელმძღვანელობა/ რეცენზენტობა;
- ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია (პროგრამის ხელმძღვანელობა, მიმართულების ხელმძღვანელობა, სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელობა, სტუდენტთა სამეცნიერო გაერთიანების ხელმძღვანელობა/ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობა (მათ შორის საბაკალავრო საფეხურზე სამეცნიერო მოხსენების მოსამზადებლად); აკადემიური საბჭოს წევრობა, სადისერტაციო საბჭოს/კომისიის წევრობა და სხვ.);
- პროფესიული განვითარება (ტრენინგები, სემინარები...);
- საგრანტო კვლევითი პროექტი/მონოგრაფია/სახელმძღვანელო/ სამეცნიერო სტატია (ადგილობრივ ან/და საერთაშორისო გამოცემებში);
- საერთაშორისო და ადგილობრივ აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
- საერთაშორისო და აკადემიური/სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა;
- სახელისუფლებო/არასამთავრობო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
- ციტირება;
კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ - პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია) შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით, (თანხმობა პერსონალურ მონაცემებზე);
დ) ორი ფოტოსურათი;
ე) განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია გრანტის გამცემის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) სამსახურებრივი გამოცდილების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა / და სხვა);
კ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც წარმოაჩენს ენობრივი კომპეტენციის საკმარის დონეს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსყოფად;
ლ) ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით;
დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 17 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით
შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 28 მაისს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.gruni.edu.ge
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ - კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე. შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გადაგზავნა
თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი , მე - 13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3 ; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/118; ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge; n.kubaneishvili@gruni.edu.ge
საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) და სამეცნიერო შრომების ნუსხის ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ - გვერდზე www.gruni.edu.ge,