ერთი სტუდენტის წარმატების ისტორია, გაიცანით თორნიკე მერებაშვილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ერთი სტუდენტის წარმატების ისტორია, გაიცანით თორნიკე მერებაშვილი


თორნიკე მერებაშვილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორეკურსელია, წელს ამთავრებს უნივერსიტეტს. მან და მისმა მეუღლემ ბაკალავრიატიც ამ უნივერსიტეტში დაამთავრეს.

 

სწავლის პარალელურად თორნიკემ თავისი იურიდიული კომპანია დაარსა და დღემდე წარმატებით ხელმძღვანელობს მას.

 

სულ ახლახან კი პროფესორ დავით ძამუკაშვილის კონსულტაციით პირველი დამხმარე სახელმძღვანელო - „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია“, გამოსცა და უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ამ საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაუზიარა.

 

„გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის წარმატების საწინდარია, ამ უნივერსიტეტმა მომცა ყველაფერი, რასაც დღეს მივაღწიე. მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს თითოეულ ჩვენგანში ჩადებული დაუღალავი შრომისათვის. ვამაყობ, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ!“ - თორნიკე მერებაშვილი.

 

უნივერსიტეტი კიდევ არაერთ წარმატებას უსურვებს თორნიკეს!