გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა განაგრძობს სტუდენტური კონფერენციების ციკლს პედიატრიის აქტუალური საკითხების შესახებ.
მიმდინარე წლის 15 დეკემბერს მეორე სტუდენტურმა კონფერენციამ პედიატრიული ნევროლოგიის საკითხები განიხილა.
კონფერენციაში 9 სტუდენტი მონაწილეობდა და თითოეულმა საინტერესოდ წარმოადგინა პედიატრიული ნევროლოგიის თანამედროვე და კლასიკური მეთოდები, რომლებიც ბავშვების შემოქმედებითი სიცოცხლის ხანგრძლივობას გააუმჯობესებს.
კონფერენციის მონაწილე სტუდენტები და განხილული თემები:
- ბჰათ რიდჰი - დუშეს კუნთოვანი დისტროფია;
- ქჰანდელვალ რითეში - ნევროლოგიური სინდრომები;
- შაიქ ნეჰა ანჯუმ მაქბოოლი - სთაარგე ვეებერის სინდრომი;
- ბეილაგანაშან ველლადურაი - თავის ტკივილი ბავშვებში;
- კეშავ დაჰიია - კრუნჩხვა ბავშვებში;
- მოჰამედ ჯაჰირი - ეპილეფსია;
- მემონ მოჰმადსაჯიდი - თანდაყოლილი პათოლოგია;
- იაჰადეშკუმარ რავიჩანდრაჰი - მიასტენია გრავის;
- იადავ ჩანდრაპრაკაშ რამსვი - ატაქსია;
მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები მესამე სტუდენტური კონფრენციის ჩასატარებლად ემზადებიან.