უნივერსიტეტში კონფერენცია „პედიატრია“ და სამედიცინო წიგნის - „პედიატრიული ინფექციური დაავადებები“, პრეზენტაცია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტში კონფერენცია „პედიატრია“ და სამედიცინო წიგნის - „პედიატრიული ინფექციური დაავადებები“, პრეზენტაცია გაიმართა


27 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მედიცინის სკოლის ინიციატივით გაიმართა ონლაინკონფერენცია თემაზე „პედიატრია“ და პროფესორ ლიანა სირაძის წიგნის - „პედიატრიული ინფექციური დაავადებები“, პრეზენტაცია.

 

უნივერსიტეტმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა პირველად განიხილეს ერთად ბავშვთა ინფექციური დაავადებები, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტული საკითხი.

 

დღევანდელი პანდემიის პირობებში სამედიცინო საზოგადოება - ექიმები და მედიკოსი სტუდენტები, მსჯელობენ როგორ ასწავლონ და ისწავლონ, ჩაერთონ დისკუსიებში და იყვნენ აქტიურები ონლაინ სწავლების სივრცეში.

 

ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორმა ლიანა სირაძემ კონფერენციაზე წარმოადგინა თავისი წიგნი „პედიატრიული ინფექციური დაავადებები“ და აღნიშნა, რომ ეს სახელმძღვანელო სამედიცინო მიმართულების სტუდენტებს მისცემს საბაზისო ცოდნას ბავშვთა ინფექციური დაავადებების შესახებ და გაუადვილებს მათ ცოდნის შემდეგ დონეზე გადასვლას.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა შოთა ცანავამ ბავშვთა ინფექციური დაავადებებისა და იმუნიზაციის მართვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრა.

 

 

კონფერენცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მასში მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 

 კონფერენციაზე ბავშვთა იდიოპათიური ართრიტის შესახებ საინტერესო მოხსენება წარმოადგინა სტუდენტმა ნეჰა ანჯუმ აჰმედ შაიხმა, რომელმაც აღნიშნული დაავადება თანამედროვე მედიცინის თვალთახედვით განიხილა და კონფერენციის მონაწილეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. Mobile live casino blend online gambling convenience with the immersive atmosphere of land-based casinos. This guide explores their exciting opportunities, allowing you to enjoy real-time games like blackjack, roulette, and baccarat with live dealers on your smartphone or tablet, bringing the Las Vegas experience to your pocket.

 

უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა განაგრძობს ონლაინრეჟიმში მედიცინის აქტუალური საკითხების განხილვას.