უნივერსიტეტის პრესკლუბი ონლაინრეჟიმში განაგრძობს მუშაობას

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტის პრესკლუბი ონლაინრეჟიმში განაგრძობს მუშაობას

უნივერსიტეტის პრესკლუბი COVID-19 პანდემიის გამო რამდენიმე თვეა ონლაინრეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

სალექციო კურსის - „მოდელირებული პრესკონფერენციის“, ფარგლებში შექმნილი პრაქტიკული კომპონენტი - პრესკლუბი, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს უვითარებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ახალგაზრდებს დაოსტატებაში ეხმარება. განსახილველი თემის შერჩევა, რესპონდენტების მოძიება, კითხვების მომზადება და ინტერვიუს წარმართვა - ასეთი გახლავთ პრესკლუბის ყოველი გადაცემის დროს სტუდენტების მიერ შესასრულებელი დავალებები, რომელსაც ჟურნალისტი და პედაგოგი - ნინო მაჭავარიანი ხელმძღვანელობს. პრესკლუბი თავის გადაცემებში აქტუალურ საკითხებს განიხილავს და საინტერესო სტუმრებს მასპინძლობს.

 

პრესკლუბის ყოველი გადაცემა TV 24-ის ეთერით გადაიცემა.

 

გთავაზობთ პრესკლუბის ერთ-ერთი გადაცემას, რომელიც პანდემიის გამო ახალ რეალობაში დისტანციური სწავლების საკითხების განხილვას დაეთმო.

 

სტუდენტებმა ამ თემაზე სასაუბროდ მოიწვიეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა და თბილისის 98-ე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი მომცელიძე.