გასვლითი ტური ტურისტულ კომპლექსში „ შუაგული“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი ტური ტურისტულ კომპლექსში „ შუაგული“


3 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ყუფარაძე მონაწილეობდა მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის „შუაგული“ (SHUAGULI - Events & Garden; https://shuaguli.business.site/) გაცნობით ტურში, რომელიც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული.

 

შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელები. პროგრამა ითვალისწინებდა ასოციაციის წამომადგენლებისა და ტურიზმის აკადემიური წრეების გაცნობას, ასევე, ახლად გახსნილი ტურისტული ცენტრის - „შუაგულის“, დათვალიერებას. ტურის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს ტერიტორია, გლემპინგის (გლამურული კემპინგი) ტიპის სასტუმრო, სანერგე, გაეცნენ სანომრე ფონდს, დააგემოვნეს ღვინო.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომზადდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის.