USAID-ისა და ICDC -ის ერთობლივი ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


USAID-ისა და ICDC -ის ერთობლივი ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის!

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერით, „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC მიერ ხორციელდება პროექტი „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“.

 

პროექტის მიზანს წარმოადგენს ბიზნესკომპანიების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) ჩამოყალიბება

 

პროექტი მოიცავს ბიზნეს კომპანიებისთვის სტაჟიორების შერჩევას შემდეგი მიმართულებებით:

  • ტურიზმის სექტორი: (სათავგადასავლო / მთის, კულტურული, გასტრონომიული -ღვინო და კულინარია, განთავსება);
  • კრეატიული ინდუსტრიის სექტორი: (ნებისმიერი სახის მედია შინაარსის - მათ შორის სოციალური ქსელების მართვა);
  • მსუბუქი მრეწველობის სექტორი: (ავეჯის წარმოება, შეფუთვის სამუშაოები);
  • ინტელექტუალური მომსახურების სექტორი: (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO): ინფორმაციული ტექნოლოგიები, მომხმარებელთა ურთიერთობების მენეჯმენტი, არქიტექტურა, დიზაინი და ინჟინერია, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა. ადამიანური რესურსები);
  • სექტორები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიის განვითარებისთვის: (საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგია, ელექტრონული კომერცია- online გაყიდვები და სხვა, ასევე ტრანსპორტი და ლოჯისტიკა).

 

პროექტი განხორციელდება საქართველოს 5 რეგიონში:

  • თბილისი;
  • იმერეთი;
  • აჭარა;
  • სამეგრელო;
  • შიდა ქართლი.

 

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 სტუდენტი, რომელიც სტაჟირებას გაივლის 3 თვის განმავლობაში, სტაჟირების ანაზღუარება მოიცავს 430 ლარს თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით).

 

სტაჟიორების ანაზღაურების თანადაფინანსება:

  • 300 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით) გამოიყოფა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program(DAI) ფინანსური მხარდაჭერით თითოეული სტაჟიორისთვის, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 900 ლარით დაფინანსებას. აღნიშნული თანხის ანაზღაურებას სტაჟიორისთვის უზრუნველყოფს „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ - ICDC
  • 130 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით), რომელიც დაფინანსდება სტაჟიორების მიმღები კომპანიებისგან, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის - 3 -თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 390 ლარით თანადაფინანსებას.

 

„სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“ პროექტში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა უნდა გაიროს რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით:

 

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სარეგისტრაციო ფორმა

 

პროექტის შესახებ ინფორმაცია და სიახლეები განთავსდება „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC ვებ გვერდზე: https://icdc.ge/

ასევე ორგანიზაციის სოციალურ ქსელებში:

https://www.facebook.com/thehome87

https://www.facebook.com/ICDC.ge