გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის - „კრიმინოლოგი“, XV ნომერი, რომელშიც გამოქვეყნდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2020 წლის 26 ივნისს ერთობლივად გამართული მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“, მასალები.
2020 წლის 25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ჟურნალის წარდგენა, რომელსაც ესწრებოდნენ:
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი - გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსები: როინ მეტრეველი, რამაზ ხუროძე, ელიზბარ ჯაველიძე, ვაჟა ლორთქიფანიძე და თამაზ შილაკაძე;
- ჟურნალში გამოქვეყნებული შრომების ავტორები: მალხაზ ბაძაღუა-საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;
აკადემიის წევრები, პროფესორები: მინდია უგრეხელიძე, დავით გუგავა, მიხეილ მამნიაშვილი, პოლიკარპე (თემური) მონიავა, გიმზერ ალანია, ვახტანგ მაისაია, მიხეილ ბაძაღუა, ბადრი ნაჭყებია. ასევე, პროფესორი ყარამან ფაღავა, თამთა წირქვაძე -კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე-საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური, სამსახურის უფროსი.
გამოცემა წარადგინა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა. პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, მანვე, როგორც წმიდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელმა, წმინდანების დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის ხატი გადასცა აკადემიკოსებს: გიორგი კვესიტაძეს, როინ მეტრეველს და გენერალ-მაიორ ანზორ ჩუბინიძეს. მას, ასევე, გადაეცა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის-საპატიო აკადემიკოსის დიპლომი.