16 მაისს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართა ვებინარი თემაზე „კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი ტურიზმში და მასთან გამკლავების გზები“.
ვებინარში საქართველოს 14 უნივერსიტეტის, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მაკა ფირანაშვილი მონაწილეობდა.
პროფესორმა ისაუბრა ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, აგრეთვე, მსოფლიოსა და საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად ტურიზმის სფეროში შექმნილ პრობლემებსა და მისი დაძლევის გზებზე.
უნივერსიტეტის სახელით წარდგენილი პრეზენტაციის მომზადებაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, პროფესორი გივი ყუფარაძე და ტურიზმის პროგრამის IV დონის სტუდენტი ხატია შალვაშვილი.
ვებინარი სოციალური ქსელით პირდაპირ ეთერში გადაიცა (https://www.facebook.com/gntaconference).