მიმდინარე წლის 20-22 ნოემბერს ზაარლენდის უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი ევროპის ინსტიტუტის ინიციატივითა და გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფორუმი,
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს შვიდი ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდავეთის, უკრაინისა და გერმანიის, პარტნიორი უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელები. ღონისძიება გაიმართა პროგრამის - "სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაღრმავება აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში", ფარგლებში.
მონაწილეთა შორის იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ფორუმს ესწრებოდნენ სამართლის სკოლის პროფესორი ანა ფირცხალაშვილი და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმღვანელი მარიამ სულაშვილი.
ფორუმის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამართლის სკოლის გამოცდილება გააცნეს მონაწილეებს, თავიანთი წინადადებები და მოსაზრებები გაუზიარეს სწავლების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.