ფრანგული ენის შესწავლის ინტენსიური პროგრამის პირველი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფრანგული ენის შესწავლის ინტენსიური პროგრამის პირველი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მეორე წელია ფუნქციონირებს ფრანგული ენის შესწავლის ინტენსიური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტებს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წარმატებით გააგრძელონ სწავლა საფრანგეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

 

დასრულდა ერთი სასწავლო წელი და აღნიშნული პროგრამის სტუდენტებმა საერთაშორის ფრანგული ენის დიპლომის (DELF) მისაღებად გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

 

უნივერსიტეტი ულოცავს პროგრამის მონაწილეებს სწავლის დასრულებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებას უფრო მაღალი საფეხურების გადასალახად.