გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები ტრადიციულად, ყოველ წელს, სასწავლო - შემეცნებითი ტურის ფარგლებში, უნივერსიტეტის დაფინანსებით მიემგზავრებიან ევროპაში.
2019 წლის 27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ქართულ-გერმანული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ბელგიასა და ლუქსემბურგში იმყოფებოდნენ.
სასწავლო-პრაქტიკულ კურსს ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი ლამარა ქადაგიძე.
სტუდენტები ეწვივნენ ევროპის ისტორიის სახლს, ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს; დაათვალიერეს პარლამენტარიუმი და სხდომათა დარბაზის შენობა, გაეცნენ პარლამენტისა და ევროპული საბჭოს საქმიანობას, მუშაობის რეგლამენტს, შეხვდნენ აღნიშნული სტრუქტურების ოფიციალურ წარმომადგენლებს, დაათვალიერეს ბრიუსელის, ბრუგესა და ლუქსემბურგის ღირსშესანიშნაობები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI