გრ.რობაქიძისა და იულიუს მაქსიმილიანეს უნივერსიტეტების ერთობლივი საზაფხულო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრ.რობაქიძისა და იულიუს მაქსიმილიანეს უნივერსიტეტების ერთობლივი საზაფხულო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა


5 აგვისტოს ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ვურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები".

 

სკოლის მხარდამჭერები არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

გახსნის ცერემონიაზე საზაფხულო სკოლის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ, ვურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორმა ეკჰარდ პახემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა.

 

საზაფხულო სკოლის სტუდენტებს ერთი კვირის კვირის განმავლობაში ლექციებს ჩაუტარებენ ქართველი და გერმანელი პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები. საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობენ ქართველი და გერმანელი სტუდენტები ორივე ქვეყნის 8 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

 

მასში ასევე მონაწილეობენ საჯარო მოხელეები.

 

საზაფხულო სკოლა 10 აგვისტოს დაიხურება.