ნინო საჩალელი - კონფერენციის საუკეთესო მონაწილეთა შორის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნინო საჩალელი - კონფერენციის საუკეთესო მონაწილეთა შორის

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის - Iter Vitis-ის ეგიდითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“.

 

კონფერენციის მუშაობაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დოქტორანტი - ნინო საჩალელი, მონაწილეობდა. მან კონფერენციის საკონკურსო კომისიის წინაშე წარადგინა მსოფლიო ღვინის ბაზრის ანალიზი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და საუკეთესო მონაწილეთა შორის დასახელდა.

 

შემდეგი ეტაპზე საკონკურსო კომისია საქართველოს მევენახეობა/მეღვინეობის თვითმყოფადობისა და იტალიის, საფრანგეთისა და პორტუგალიის მევენახეობა/მეღვინეობის თაობაზე საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს გაესაუბრა.

 

კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ტექნიკური და საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორები, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების ცენტრის ხელმძღვანელი და ღვინის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე.

 

გასაუბრების საბოლოო შედეგებით, 7 სტუდენტი დაჯილდოვდა ევროპის ღვინის კერებში ITER VITIS -ის ერთკვირიანი სტაჟირებით, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტი - ნინო საჩალელი.

 

უნივერსიტეტი ულოცავს მას ამ წარმატებას.