16 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
კურსდამთავრებულებისა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო როგორც საპოლიციო, ისე არასაპოლიციო პოზიციები, რეალური ვაკანსიები და სტაჟირებები.
სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს, წარმოადგინეს პრეზენტაციები და თემატური პავილიონი, სადაც მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოიფინა. შერჩეული ვაკანსიების შესაბამისად, სტუდენტები განაცხადს ფორუმის დასრულებისთანავე გააკეთებენ.
ფორუმის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნინო ჯავახაძემ, 17 უმაღლეს სასწავლებელთან, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება.