ფრანკოფონმა სტუდენტებმა საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისი მიულოცეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფრანკოფონმა სტუდენტებმა საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისი მიულოცეს


26 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფრანკოფონმა სტუდენტებმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) ერთად საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

 

სტუდენტებმა ქუჩებში საჩუქრები დაარიგეს და გამვლელებს გააცნეს საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით ფრანკოფონიის მიმართულებით განხორციელებული პროექტები.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წელიწადია ნაყოფიერად თანამშრომლობს აღნიშნულ სააგენტოსთან, უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების პროგრამაც ფუნქციონირებს.