დარგის სპეციალისტებთან, პროფესიონალებთან შეხვედრა და მათი გამოცდილების გაზიარება სტუდენტების პროფესიული ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მუდმივად არის ჩართული უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების პროცესში.
30 მაისს ბიზნესისა და მართვის სკოლის მოწვევით სასტუმრო -„რედისონ ბლუ ივერიას“ კლასტერგაყიდვების მენეჯერმა, ავთანდილ წურწუმიამ, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია. მან ახალგაზრდებს გააცნო სასტუმროების მომსახურების სფეროში მის მიერ განვლილი გზა, მიმოიხილა თბილისის ბაზარზე, მასპინძლობის ბიზნესში, არსებული და მიმდინარე ტენდენციები, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს სტანდარტები და ქართულ ბაზარზე მისი მუშაობის თავისებურებები.
სტუდენტები დაინტერესდნენ ბრენდულ სასტუმროებში სხვადასხვა პოზიციაზე არსებული ვაკანსიებით და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით სტუმრისგან მიიღეს რჩევები, რომლებიც უდავოდ გამოადგებათ პროფესიული ზრდისა და დასაქმებისთვის.