წარმატება ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


წარმატება ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე


4 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია - „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, გაიმართა, რომლის მხარდამჭერი და სპონსორი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

კონფერენციაზე 100-მდე სტუდენტის ნაშრომი იყო წარდგენილი. ფინალურ ეტაპზე 11 უნივერსიტეტის 19 სტუდენტი შეირჩა. გამარჯვებულებს შორის არის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის III დონის სტუდენტი ხატია შალვაშვილი, რომელმაც წარადგინა თემა „სათავგადასავლო ტურიზმში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით“, ხელმძღვანელი პროფესორი გივი ყუფარაძე.

 

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცა სერტიფიკატები, გამარჯვებულები კი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ფინალურ ეტაპზე გასული ნაშრომები განთავსდება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში https://gnta.ge/ge/publications/.

 

საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ფირანაშვილმა უნივერსიტეტის სახელით, მეორე ადგილზე გასული სტუდენტი გიორგი ღაღაშვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზით -წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ 150 ლარიანი ვაუჩერით, დააჯილდოვა.

 

კონფერენცია ხელს უწყობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობას ტურიზმის საკითხებში.