საინფორმაციო ტური სასტუმრო შერატონ გრანდში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საინფორმაციო ტური სასტუმრო შერატონ გრანდში


10 მაისს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები სასტუმროს მენეჯმენტის ლექტორის - გიორგი ეფრემიძის, ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ სასტუმრო შერატონ გრანდში.

 

სასტუმრო, ოთხწლიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, ახლახან გაიხსნა. სტუდენტებისათვის ე. წ. ჰაუსტური შერატონ გრანდის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა - გივი ბიწაძემ, ჩაატარა.

 

სასტუმროში ვიზიტისას, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასტუმროს მიმღები და ლობი, სტუმართა სხვადასხვა კატეგორიის ოთახები, რესტორნები, ტერასა, სპა ცენტრი, საბანკეტო და საკონფერენციო სივრცეები; გაეცნენ სასტუმროს არქიტექტურის სპეციფიკასა და საოპერაციო მხარის სხვადასხვა ასპექტს.

 

საინფორმაციო ტურის მიზანი იყო საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს სტანდარტებისა და ქართულ ბაზარზე მისი მუშაობის თავისებურებების გაცნობა, პრაქტიკულად გაცნობოდნენ იმ სიახლეებს, რომლის შესახებაც სალექციო კურსის განმავლობაში ისმენდნენ.