გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი თავისი განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტების ჩართვას და ამით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
9 აპრილს ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდა სასწავლო-პრაქტიკული ტური ქვემო ქართლში, რომელიც მიეძღვნა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის 30 წლისთავს. სტუდენტებთან ერთად ტური დაგეგმა და განახორციელა ბიზნესის და მართვის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ერეკლე უგრელიძემ.
ქვემო ქართლის რეგიონი, კერძოდ, თეთრიწყაროს რაიონი მდიდარია ისტორიულ-კულტურული ღისშესანიშნაობებით. აქ 500-მდე ისტორიული და ბუნების უნიკალური ძეგლია.
სასწავლო ტურის ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ გერმანელი მოახალშენეების მიერ 1818 წელს დაარსებულ სოფელ ელიზაბეტთალს, რომელიც ამჟამად რეაბილიტირებულია გერმანულ არქიტექტურულ-სტილისტურ თავისებურებათა სრული დაცვით. დაათვალიერეს სოფელი ასურეთი - „სოფელი მუზეუმი“, რომელიც სამომავლოდ შეიძლება რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ცენტრად იქცეს. მოინახულეს ასურეთის გერმანული სასაფლაო, რომელიც 2001 წელს აღადგინეს ჰამბურგ-საარლანდის გიმნაზიის მოსწავლეებმა, აგრეთვე, ფარცხისისა და ბირთვისის ციხეები, შეუდარებელი ბირთვისის კანიონი.
მარშრუტების დაგეგმვა და განხორციელება სტუდენტებს დაეხმარება პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI