გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, როგორც ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის წევრი, პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად მიმდინარე წლის 5-7 აპრილს მონაწილეობდა ჰაკათონის ხასიათის ბანაკის მუშაობაში, რომელიც ეძღვნებოდა ეკოსისტემის შესახებ საქართველოსა და უკრაინის სტარტაპების გაცნობას.
სამდღიანი ღონისძიება წყნეთში გაიმართა და მასში ბიზნესისა და მართვის სკოლის, ტურიზმის სპეციალობის, ორი სტუდენტი - ხატია შალვაშვილი და ანა კვარაცხელია, მონაწილეობდა.
საქართველოსა და უკრაინის წარმატებულმა სტარტაპერებმა ერთმანეთს ამ სფეროში არსებული გამოცდილება გაუზიარეს და ასწავლეს სტუდენტებს თავიანთი ინიციატივების ჩამოყალიბება, დახვეწა და განხორციელება.
სტუდენტები და სპიკერები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის, აგრეთვე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წამოწყებების რეალიზებასა და პროტოტიპის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობის თაობაზე,
ტრენინგი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მისი დასრულების შემდგომ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.