წიგნის „საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო“ პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


წიგნის „საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო“ პრეზენტაცია


მიმდინარე წლის 22 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, საჯარო მმართველობის დოქტორის დავით სუჯაშვილის წიგნის „საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო“ წარდგენა - განხილვა.

 

წიგნი ეძღვნება თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას - ტერორიზმის ანატომიას, საქართველოს ჭრილში. გამოცემაში განხილულია საერთაშორისო ტერორიზმის თეორიული, სამართლებრივი, ისტორიულ-პოლიტიკური, რელიგიური, ფსიქოლოგიური, კონტრტერორისტული საქმიანობის საერთაშორისო და ეროვნული შემადგენელი.

 

პრეზენტაცია შესავალი სიტყვით გახსნა - ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შერვაშიძემ .

 

წიგნი განსახილველად წარადგინა ავტორმა, საჯარო მმართველობის დოქტორმა დავით სუჯაშვილმა.

 

პრეზენტაციის მოდერატორობას უწევდა - წიგნის რეცენზენტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, თსუ-ის პროფესორი ჯაბა სამუშია.

 

წიგნის წარდგენა-განხილვაში მონაწილეობდნენ:

  • წიგნის რედაქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა საბჭოს თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე;
  • წიგნის რეცენზენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თსუ-ის პროფესორი ზურაბ აბაშიძე;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე;
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თსუ-ის პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე;
  • წიგნის რეცენზენტი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი შოთა დოღონაძე;
  • საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი;
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია;
  • სტრატეგიული გამოკვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი მენაღარიშვილი;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-მკვლევარი, ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია;
  • ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი;
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვასილ კაჭარავა.

 

გამოითქვა მოსაზრება აღნიშნული მონოგრაფიული კვლევის საფუძველზე საუნივერსიტეტო სივრცეში სპეციალური კურსის შემოტანის, ასევე, წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმნის აუცილებლობის შესახებ.