ულრიხ ჰაგენლოხის საჯარო ლექცია „მოსამართლის დამოუკიდებლობა გერმანიაში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ულრიხ ჰაგენლოხის საჯარო ლექცია „მოსამართლის დამოუკიდებლობა გერმანიაში“


12 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა გერმანელი იურისტის ულრიხ ჰაგენლოხის საჯარო ლექცია - "მოსამართლის დამოუკიდებლობა გერმანიაში".

 

მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა მოსამართლის დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიების შესახებ გერმანიის კანონმდებლობისა და ისტორიული გამოცდილების მაგალითზე, ასევე, იმ ინსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც აქტუალურია დღეს მართლმსაჯულების სისტემაში.

 

ულრიხ ჰაგენლოხმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი მოსამართლეები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

 

საჯარო ლექციის დასასრულს, გაიმართება დისკუსია.

 

ლექციას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენელები, პარლამენტის წევრები, ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები, სტუდენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

ულრიხ ჰაგენლოხი გერმანიის მართლმსაჯულების სისტემას 1978 წლიდან შეუერთდა. 2006-2018 წლებში ის დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი და საქსონიის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი იყო.

 

2007 წლიდან გერმანელი იურისტი GIZ-ის ეგიდით აქტიურად იყო ჩართული საქართველოში მიმდინარე სამართლისა და სასამართლოს რეფორმებში და განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი.