მეცნიერების თანამედროვე ტენდენციებისა და მიდგომების გასაცნობად უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის დღის წესრიგში მუდმივად განიხილება, როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პესონალის სწავლების აუცილებლობა და მიღებული გამოცდილების შესაბამისად, სწავლა-სწავლების პროცესის ფორმირება.
მიმდინარე წლის 19-23 თებერვალს ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა, ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორმა, ზაალ კოკაიამ მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე "PBL-პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება”
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების აქტიური მეთოდია, რომელიც თანამედროვე სამედიცინო განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდნენ მედიცინის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები, სტომატოლოგიური პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო წილოსანი და მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ბერიშვილი.
ტრენინგის დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა პროფესორ ზაალ კოკაიას გაწეული მუშაობისთვის, ხოლო ტრენინგის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს ჩატარებულ მეცადინეობებს და აღნიშნეს ახალი მეთოდის განუზომელი მნიშვნელობა სამედიცინო განათლების ეფექტიანობის საქმეში.