20 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში “Teen Academy”, ტრადიციულად, მედიაციის პროექტით დაიწყო!
სასწავლო კურსი პრაქტიკული ელემენტებით სამ დღეს მიმდინარეობდა, რომელსაც სამართლის სკოლის წარჩინებული სტუდენტები: მეგი გუტაშვილი, მარია კალაიტზიდი, მიხეილ კოკაია, გიორგი მამისაშვილი, მარიამ ზარქუა, ნია ქავთარაძე, ნინო ცქიტიშვილი, ლიკა კინწურაშვილი, ნინო ლუტიძე, გვანცა ქიმუცაძე, უძღვებოდნენ.
რამდენიმე შესარჩევი ტურის შემდეგ მედიაციის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სანდრო გაგიშვილი თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიზი გელაშვილი - თბილისის სკოლა "შოვის" მოსწავლე, ომეხ კუტალაძე და მაკა პარსალიშვილი - თბილისის 133-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მედიაციის ფინალური პროცესის თემა უკავშირდებოდა შრომით ურთიერთობებს ღვინის მწარმოებელი კომპანიის თანამშრომელსა და გენერალურ დირექტორს შორის. მედიაციის პროცესს უძღვებოდა მედიატორი, „მედიაცია - 2016“-ის გამარჯვებული, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-2 კურსის წარჩინებული სტუდენტი - ლევან კერესელიძე.
ჟიურის შეფასებით, რომელსაც თავმჯდომარეობდა სამართლის დოქტორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ვურცბურგის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი ანა ფირცხალაშვილი, მედიაციის ფინალში გამარჯვებულებად დასახელდნენ - სანდრო გაგიშვილი და მაკა პარსალიშვილი.
ჟიურიმ მოსწავლეები კრეატიულობით, ანალიტიკური აზროვნების უნარით, როლური თავსებადობითა და პრეზენტაბელურობით შეაფასა.
სანდრო გაგიშვილსა და მაკა პარსალიშვილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის 100% - იანი ვაუჩერი გადაეცემათ, ხოლო, მეორე ადგილზე გასულ მოსწავლეებს - ლიზი გელაშვილსა და ომეხ კუტალაძეს 2250 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს.
“Teen Academy” გრძელდება!