20 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრს ეწვივნენ.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან, სამართლის დოქტორთან ირაკლი ყანდაშვილთან, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მედიაციის სალექციო კურსს ხელძღვანელობს.
სტუდენტებმა დაათვალიერეს მედიაციის ცენტრის დარბაზები, შეხვდნენ მის ხელმძღვანელობას და მიიღეს სრული ინფორმაცია ცენტრის საქმიანობისა და მედიაციის პროცესის პრაქტიკული მიმდინარეობის თაობაზე.
საკონტაქტო პირი: ია ხურციძე - i.khurcidze@gruni.edu.ge