სოფიო ჯიბლაძე - სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
„როცა „ალმა მატერის“ სამართლის სკოლაში გადავწყვიტე ჩაბარება, ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა და რას ველოდი, რადგან ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ვმონაწილეობდი უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის კურსებში. მიუხედავად ამისა, რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა აქტივობასა თუ პროექტში, გავიარე სტაჟირება სამართლის სკოლის დეკანატში, ლექტორებთან ერთად ვიმუშავე არაერთ პროექტზე სამოქალაქო სამართლის კუთხით.
შემოდგომაზე კი ვიყავი გერმანიაში, ქალაქ ბონში, სადაც მოვიპოვე მონაწილეობის უფლება IRZ-ის მიერ ჩატარებულ და დაფინანსებულ ე.წ. "Herbsakademie"-ში. ის მოიცავდა სალექციო და პრაქტიკულ კურსს სამოქალაქო სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.
როცა მეკითხებიან თუ რატომ ალმა მატერი? პასუხი ძალიან მარტივია, ეს არის ადგილი, სადაც არავინ მოგცემთ მოდუნების საშუალებას და ადგილი, სადაც აუცილებლად იპოვით თქვენს თავს. აქ მყოფი ადამიანები ეცდებიან სწავლის "მძიმე" ნაწილი შეგიმსუბუქონ მეგობრული გარემოთი. რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, რომელიც საკმაოდ ვრცელია და დიდ მიზნებთანაა დაკავშირებული, ერთ-ერთი ისევ „ალმა მატერია“, ვინაიდან სწორედ აქ ვგეგმავ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.
საკონტაქტო პირი: სოფიო ჯიბლაძე