სწავლა-სწავლების პროცესის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისა და სტუდენტთა ზრდის პერსპექტივის უზრუნველყოფის მიზნით უნივერსიტეტი განაგრძობს უცხოელ პროფესორთა მოწვევას.
მიმდინარე წლის 11-14 დეკემბერს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გერმანელმა მეცნიერმა და მკვლევარმა, კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰანს გიუნტერ ლინდერნმა წაიკითხა ლექციების ციკლი: „კონსალტინგი და ინფორმაციული სისტემები“ (Consulting & Information Systems).
ლექციებზე პროფესორმა სტუდენტებთან ერთად განიხილა შემდეგი საკითხები:
- Consulting
- Communication & Values
- Marketing & Sales
- Project Management & Business Plan
- Processes & Customer Journeys
- Information System Design
- Business Case „How to market the Values of Georgia".
ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.
სტუდენტებს, რომლებმაც მოისმინეს აღნიშნული კურსი, გადაეცათ სერტიფიკატები.
საკონტაქტო პირი: მურთაზ კვირკვაია - m.kvirkvaia@gruni.edu.ge