შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერები და მეცნიერთა ჯგუფები გამოავლინა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართა, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების გადაწყვეტილებით, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად დასახელდა ვახტანგ ჭარაია - ეკონომიკის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
მის ანგარიშზეა ევროკავშირის, ცალკეული სახელმწიფოებისა და ათეულობით ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები, სტიპენდიები, ჯილდოები და მადლობის წერილები.
ვახტანგ ჭარაიას სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არის 2 მონოგრაფიის ავტორი, აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური ეკონომიკური საკითხების განხილვა-ანალიზში, რის გამოც ხშირად იწვევენ საერთაშორისო დონის ღონისძიებებში.
უნივერსიტეტი ულოცავს ვახტანგ ჭარაიას ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებას უსურვებს მას.
საკონტაქტო პირი: მურთაზ კვირკვაია - m.kvirkvaia@gruni.edu.ge