4 დეკემბერს ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის - სოფიო კილაძის, საჯარო ლექცია - „სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ადამიანის უფლებები“.
ლექციაზე მომხსენებელმა ისაუბრა სოციალური სახელმწიფოს პრინციპის კონსტიტუციურ საფუძვლებზე, მის არსსა და მნიშვნელობაზე; აგრეთვე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპის, როგორც ადამიანის უფლებების განმარტების, მექანიზმისა და საკანონმდებლო საქმიანობაზე მისი გავლენის შესახებ.
საჯარო ლექციამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია და დიალოგის ფორმატში გაგრძელდა.
საკონტაქტო პირი: ია ხურციძე - i.khurtsidze@gruni.edu.ge