„სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელოს“ პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელოს“ პრეზენტაცია


30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში „სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელოს" პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძისა და სამართლის დოქტორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, ანა ფირცხალაშვილის ერთობლივ ნაშრომს წარმოადგენს.

 

“სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, რეფორმის სრულფასოვანი განხორციელებისთვის, საჭირო გახდა ცალკეული საკითხების სამართლებრივი განმარტებები, რომლებიც მოცემულია აღნიშნულ სახელმძღვანელოში.

 

წიგნის წარდგენისას ანა ფირცხალაშვილმა აღნიშნა, რომ „სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო“ არის სოციალური მუშაობის რეფორმის აკადემიური ნაწილი. მიმდინარე წლამდე, საქართველოში არ არსებობდა ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც სოციალური მუშაობის სფეროს დაარეგულირებდა. სახელმძღვანელოს მთავარი მიზანი იყო, კარგად ყოფილიყო გაწერილი სოციალური მუშაკების უფლებები და ვალდებულებები“.

 

სახელმძღვანელოს მნიშვნელოვნებაზე ისაუბრეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროექტების მართვის ხელმძღვანელმა ირინე სეფერთელაძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.

 

წიგნი, პირველყოვლისა, განკუთვნილია სოციალური მუშაკებისთვის, სახელმძღვანელო, ასევე, დააინტერესებს სოციალური მუშაობის სამართლის სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსებს - ადვოკატებს, მოსამართლეებს, სამართალდამცავებს, სტუდენტებსა და აკადემიურ წრეებს, რომელთაც შესაძლებლობა ეძლევათ სამეცნიერო მიმართულებით დაინახონ სოციალური მუშაობის სამართლის ძირითადი თავისებურებები.

 

ნაშრომი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a. phirtskhalashvili@gruni.edu.ge