ახალგაზრდა გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალგაზრდა გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი


15 ნოემბერს თი-ბი-სი გალერეაში გაიმართა ახალგაზრდა გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „ლეონარდო და ვიჩის“ ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება.

 

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიწვეული იყო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) მიმართულების სტუდენტი გიორგი ნიორაძე, რომელიც აღნიშნული კონკურსის ორგზის გამარჯვებულია.

 

საზეიმო ცერემონიაზე მან სიტყვით მიმართა კონკურსის მონაწილეებს, წარმატება უსურვა თითოეულ მათგანს და ისაუბრა იმის შესახებ, როგორ დაეხმარა და რა წარმატება მოუტანა მას ამ კონკურსმა.

 

ღონისძიების დასასრულს გიორგი ნიორაძემ კონკურსის გამარჯვებულ გუნდს - "HEALTH CARE"-ს , უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, გადასცა სასწავლო გრანტი 100%-იანი დაფინანსებით, ყველა მონაწილე კი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მიიწვია.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge