სამედიცინო დაწესებულებათა ხელმძღვანელების გადამზადების კიდევ ერთი კურსი დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამედიცინო დაწესებულებათა ხელმძღვანელების გადამზადების კიდევ ერთი კურსი დასრულდა


მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და აჭარის წარმომადგენლობის ბაზაზე სამედიცინო დაწესებულებათა ხელმძღვანელების გადამზადების მორიგი სასწავლო მეცადინეობები გაიმართა.

 

თბილისსა (22 მსმენელი) და ბათუმში (24 მსმენელი) სწავლება გაიარა თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონების საავადმყოფო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა და კლინიკის მენეჯერებმა. მსმენელებს გადაეცათ სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი მოწმობები.

 

არსებული გადამზადების კურსი უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორ -მასწავლებელთა მონაწილეობით ყოველწლურად იმართება და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ბრძანებას ეფუძნება, რომლითაც განისაზღვრა ქვეყნის ყველა საავადმყოფო დაწესებულებაში კლინიკის მენეჯერთა ინსტიტუტის შემოღება.

 

დღეისათვის კლინიკის მენეჯერების მოვალეობებს ძირითადად გამოცდილი ექიმები ასრულებენ, რომელთაც, სამინისტროს მოსაზრებით, გადამზადება ესაჭიროებათ ისეთ სპეციფიკურ სპეციალობაში, როგორიცაა ჯანდაცვის მენეჯმენტი.

 

უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ბაზაზე უკვე ჩატარდა ამ სახის 8 ექვსკვრიანი სასწავლო ციკლი.

 

 

საკონტაქტო პირი: ოთარ გერზმავა - 599 503 407